დავა ხდის ხეობაში ასაშენებელ ჰესზე – საკრებულოს ვერდიქტი ცნობილია. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ყაზბეგში, ხდის ხეობაში, მდინარე ბროლისწყალზე ჰესის მშენებლობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. გარემოს დაცვის სამინისტროს ჰესის აშენებაზე ნებართვა ჯერ არ გაუცია. ინვესტორი აღიარებს, რომ ჰესის მშენებლობის შედეგად ხდის ჩანჩქერის ვიზუალური ეფექტი შემცირდება, გარკვეულ მონაკვეთზე კი მცენარეული საფარი გაიჩეხება. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ზიანი მიადგება წითელ ნუსხაში დაცულ სახეობებს. ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარე კი ამბობს, რომ კალმახიც დაზიანებდა, „რაღაცაც“ დაზიანდება, მაგრამ ყაზბეგს ჰესი სჭირდება, არადა ყაზბეგში 2 დიდი ჰესის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.