„დარიალიჰესის ინფრასტრუქტურას არანაირი საფრთხე არ ემუქრება"- პროექტის განმახორციელებლი კომპანია „მწვანე ალტერნატივას" პასუხობს, წყარო: კომერსანტი

დარიალიჰესის ინფრასტრუქტურას არანაირი საფრთხე არ ემუქრება" - პროექტის განმახორციელებლი კომპანია „ფერი" „მწვანე ალტერნატივას" „კომერსანტთან" პასუხობს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანაშვილი არ იზიარებს „მწვანე ალტერნატივას" მოსაზრებას და მას სისულელეს უწოდებს. „ჩვენი პასუხია -კიდევ უფრო მეტი პროექტი, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია და კიდევ უფრო მეტი განვითარება"-აცხადებს იორდანაშვილი.