„დარიალი ჰესის“ საქმეზე ექსპერტებს დაკითხავენ. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „დარიალი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივას“ საჩივრის განხილვა ისევ გადაიდო. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია გარემოს დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც „დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა.