დარიალჰესთან დაკავშირებული მტკიცებულებების კვლევა დასრულდა. წყარო: ლიბერალი

დარიალჰესის მშენებლობის კანონიერებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების კვლევა დაასრულა. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი ეკოლოგიური დასკვნა ძალაში დარჩა.