დატოვებს თუ არა ჰესის მშენებლობა საფერავით ცნობილ სოფელ ართანას წყლის გარეშე. წყარო: ნეტგაზეთი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ჰესის აშენება იგეგმება, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამს ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილი, რადგან სოფელს, სადაც საფერავი ხარობს, შესაძლოა, სარწყავი და სასმელი წყლის მომარაგებაში პრობლემები შეექმნას.