დაუბრუნებენ თუ არა იძულებით ჩამორთმეულ ქონებას მოსახლეობას. წყარო: სამხრეთის კარიბჭე

საკუთრების დაცვის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა და ზოგადად, განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონა, ისევე, როგორც მოქალაქეთა მიერ საკუთარი უფლებების არცოდნა, დაინტერესებულ მხარეებს აძლევს საშუალებას კანონის არასწორი გამოყენებით ან ინტერპრეტაციით შელახონ საკუთრების უფლება.