დედამიწის გადარჩენის იმედით. წყარო: რადიო თავისუფლება

22 აპრილს, "დედამიწის დღეს" მსოფლიოს ქვეყნები ხელს მოაწერენ "პარიზის შეთანხმებას", რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს პლანეტაზე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პარიზში გამართულ გარემოსდაცვით კონფერენციაში საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა. ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები ნიუ-იორკში არიან.