დიმიტრი ლორთქიფანიძე – მწვანე ენერგეტიკა ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. წყარო: ინტერპრესნიუსი

„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნაძალადევის N18 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მონაწილეობა მიიღო „მწვანე ალტერნატივის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელსაც ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.