დისკუსია კირნათის ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. წყარო: აჭარის ტელევიზია

კირნათის ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა. შეხვედრას მშენებარე ობიექტის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ კითხვები  უშუალოდ სამშენებლო კომპანია "აჭარენერჯი 2007"-ის წარმომადგენლებისთვის დაესვათ.