დისკუსია „ნადირობის შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებზე. წყარო: ჟურნალი ლიბერალი

გუშინ მედიაკლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიაში" არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოველთა უფლებების კომიტეტმა" საჯარო დისკუსია მოაწყო. დისკუსიის მთავარი თემა 2011 წლის ბოლოს ნადირობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები იყო. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე ნადირობა დაშვებული გახდა.