დიღმის ტყე-პარკის გადასარჩენად – NGO-ების მიმართვა ქალაქის მთავრობას. წყარო: ლიბერალი

დღეს ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქალაქის მერს და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართეს და დიღმის ტყე-პარკში „კია მოტორსის“ შენობის ადგილზე, მრავალფუნქციური კომპლექსის – „ორანჟერეის“ აშენების ნებართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდეს.