ეკონომიკური მიმოხილვა. წყარო: რადიო თავისუფლება 

ომის შედეგად ყველაზე მეტად მრეწველობის, მშენებლობისა და მომსახურების სფეროები დაზარალდნენ. ეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის “ბიზნეს-ოპტიმიზმის კვლევის” შედეგებშია აღნიშნული. გამოკითხული 400 კომპანიიდან 77%-ს, განვითარებული მოვლენების შედეგად, შემოსავლები შეუმცირდა.