ენერგოპროექტების შეჩერების მოთხვნა. წყარო: ტვ ობიექტივი

უნდა შეჩერდეს თუ არა საქართველოში ენერგეტიკული პროექტები – ამ კითხვას პასუხი არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიამ უნდა გასცეს. მიმართვა არასამთოვრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ შეიმუშავა. მისი წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ენერგოპროექტები ქვეყანაში გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ნორმების გვერდის ავლით, თანაც არა გამჭვირვალედ ხორციელდება. მიმართვას „მწვანე ალტერნატივა“, პროექტების დაფინასების შეწყვეტის მოთხოვნით, დონორ ორგანიზაციებსაც გადაუგზავნის.