„ეფექტურად დაცული“ გარემო. წყარო: დამოუკიდებელი გაზეთი PS

2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა (მსოფლიო ბანკი, გაერო, ევროკომისია) შეიმუშავეს საჭიროებათა ერთობლივი შეფასების დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს ფინანსური დახმარების პრიორიტეტები. დაახლოებით ორ კვირაში მომზადებული დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობის საშუალება, ფაქტობრივად, არ მიეცა სამოქალაქო საზოგადოებას – არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.