ექვსი სოფელი დატბორვის მოლოდინში.  წყარო: ნეტგაზეთი

მდინარეზე კაშხლების აშენების შემდეგ წყალი დაფარავს სოფლების – კირნათის, მარადიდის, ერგეს, მახოს, მირვეთისა და აჭარისწყლის მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილსა და ასევე მდინარეების – ჭოროხისა და აჭარისწყლის ჭალებს. მთლიანობაში წყალასაცავის წყლით დაიფარება 181 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა, პროექტის ზემოქმედების ქვეშ კი, 2, 25 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია მოექცევა.