ვაკის პარკის დამცველების შუალედური გამარჯვება. წყარო: ლიბერალი

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის" მშენებლობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების მიხედვით ბათილადაა ცნობილი მშენებლობის ნებართვა და სპეციალური ზონალური შეთანხმება. საქმე განსახილველად თბილისის მერიას უკან საკითხის გადაუწყვეტლად დაუბრუნდა. ეს მოსარჩელეების მოთხოვნის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ნიშნავდა.