"ვაკის პარკი კვლავ დასაცავია". წყარო: ლიბერალი

პარტიზანი მებაღეები და ის მოქალაქეები, რომლებიც გასულ წელს ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ, ვარაუდობენ, რომ კერძო კომპანიისგან პარკის დაცვა კვლავ ფიზიკურად მოუწევთ. როგორც ამბობენ, ამის საფუძველს მათ კომპანიის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული განცხადებები აძლევს.