ვაკის პარკში სასტუმროს მშენებელმა კომპანიებმა სასამართლო დავა მოიგეს. წყარო: On.ge 

მწვანე ალტერნატივას ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის განხილვა ხელახლა დაევალა.