ვის დარჩება კუს ტბის ფერდობი – კერძო პირებს თუ საზოგადოებას?. წყარო: რადიო თავისუფლება 

თბილისის მოსახლეობამ კუს ტბის ფერდობზე, ე.წ. ციყვების ტერიტორიაზე“, მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც სარეკრეაციო ზონის შუაგულში, "ოჯახური ტიპის რეკრეაციული რესტორნის" მშენებლობის მიზნით, კომპანია „კოლორიტის“ წარმომადგენლებმა ნარგავების ამოძირკვა დაიწყეს. ეს ტერიტორია ამ წუთებშიც შემოღობილია, ღობეს კი გარედან საინფორმაციო ბანერი აქვს მიკრული იმ რესტორნის ფოტოთი, რომელიც ამ ადგილას უნდა აშენდეს. გარემოსდამცველები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, კუს ტბის რეკრეაციული ზონის გულშემატკივრები უკვე რამდენიმე დღეა ადგილზე იკრიბებიან და მომავალ მშენებლობას აპროტესტებენ