ზემო სვანეთში დაცული ტერიტორიის შექმნაზე მესტიაში შეხვედრა გაიმართება. წყარო: „მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემა

18 სექტემბერს, 14:00 საათზე, მესტიაში, სასტუმრო „ბანგურიანში“ გაიმართება შეხვედრა ზემო სვანეთის ქვედა ზონის სოფლების ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიის შექმნისა და სვანეთში ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ. დასწრება თავისუფალია.