ზურაბ ნიჟარაძე: "15 მარტამდე ველოდებით პრემიერს სვანეთში" წყარო: ლიბერალი

ხუდონჰესი: „სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების“ ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე“ – ამ სახელწოდებით დღეს სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მოდერატორი თავად ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი იყო. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ  ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები, ასევე ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე, თუმცა დისკუსიას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაია ბითაძე დაესწრნენ.