თბილისის ურბანული განვითარების შესახებ კონფერენცია გაიმართა. წყარო: გურია News

თბილისში მულტიმედია განათლების ცენტრში კონფერენცია  "თბილისის ურბანული განვითარების გამოწვევები: დიალოგი ეფექტიანი პოლიტიკისთვის"   გაიმართა. კონფერენცია თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორმა, დევიდ სტოუნჰილმა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის "სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის" ხელმძღვანელმა, თამარ ქაროსინაძემ გახსნეს.