თერგს დასამწყვდევად ამზადებენ. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალიჰესი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რუსეთ-საქართველოს საზღვართან, მდინარე თერგის მარჯვენა ფერდზე, მდინარე ყუროს და ხდის წყალს შორის შენდება. პროექტის თანახმად, მდინარე თერგი 8 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე სადერივაციო არხსა და გვირაბში მოექცევა. გარემოსდამცველების შეფასებით, ჰესის ამ სახით მშენებლობა და ოპერირება დარიალის ხეობას და მის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს: რადიკალურად შეიცვლება დარიალის ხეობის ლანდშაფტი და მდინარე თერგში ნაკადულის კალმახი გაქრება.