იაგო კაზალიკაშვილი – ღვარცოფმა ლარსი ჰესი დამარხა, აქ არ უნდა აშენებულიყო. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

გეოლოგი იაგო კაზალიკაშვილი აცხადებს, რომ დარიალის ხეობაში ღვარცოფის შედეგად მთიდან ჩამოსულმა ინერტულმა მასამ „ლარსი ჰესი“ დამარხა, რაც შესაძლოა მომავალშიც განმეორდეს. მისივე თქმით, რაიონში ყველა ჰესის მშენებლობა ღვარცოფულ მდინარეებზეა დაგეგმილი, რაც არასწორია.