"ივანიშვილი უხეშად ჩაერია საყდრისისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნის პროცედურებში" – მწვანე ალტერნატივა. წყარო: ტელეკომპანია რუსთავი2

"პრემიერ-მინისტრობის დროს ბიძინა ივანიშვილი უხეშად ჩაერია სამართლებრივ პროცედურებში, როდესაც საქმე ეხებოდა საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოსათვის ძეგლის სტატუსის მოხსნას," – ასე განმარტავს ყოფილი პრემიერის მონაწილეობას საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ორგანიზაცია მწვავე ალტერნატივა, რომელმაც ელიტურ კორუფციაზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.