ივანიშვილი ჰუდონჰესზე _ "მარტო კაკლის ჩრდილში წამოწოლა გვინდა?" წყარო: გურია ნიუსი

ხელისუფლებაში მოსვლამდე "ქართული ოცნება" საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი იყო. "არა დიდი ჰესებს!" _ ამ ლოზუნგითა და მოწოდებით დღევანდელი მთავრობა ერთი წლის წინ საზოგადოებას გვერდში დგომას პირდებოდა.

_ ასე ერთბაშად და მარტივად მე მგონი არ უნდა წყდებოდეს ჰესების მშენებლობა. უნდა ხდებოდეს მსჯელობა დიდი ხნის განმავლობაში. ყველა მოსახლე უნდა ჩაერიოს და ჩაერთოს. უნდა გავიგოთ პლიუსიც და მინუსიც. სასწაული არ ხდება. როგორც ვიცი პლიუსებს აუცილებლად გარკვეული მინუსებიც ახლავს და ხშირ შემთხვევაში, იმდენად არღვევს ეკოლოგიას, რომ აზრს კარგავს ყოველგვარი მშენებლობა. ალბათ, უმეტეს შემთხვევაში კარგი იქნება მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა, რომლებიც შედარებით ნაკლებ ზარალს აყენებენ ეკოლოგიას, _ ამბობდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდე, 2012 წლის 27 ივლისს ხაიშის მოსახლეობასთან შეხვედრისას.