ირაკლი მაჭარაშვილი გარემოს დაცვის ახალ მინისტრს აკრიტიკებს. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი გარემოს დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს აკრიტიკებს. მაჭარაშვილი „დარიალი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მოპოვებულ ახალ დოკუმენტებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოქმედი მინისტრი წინა მთავრობის პოზიციას არ ემიჯნება.