დაპირება, რომ გარემოს დაცვა პრიორიტეტი იქნებოდა, ხრიკი აღმოჩნდა. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც მათ უარი ეთქვათ „დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე გაცემული დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ბათილად ცნობაზე.