ირაკლი მაჭარაშვილი: ენერგეტიკის სამინისტროში ტბა და მდინარე ერთმანეთისგან ვერ გაარჩიეს. წყარო: ახალი ამბების სააგენტო GHN

"ენერგეტიკის სამინისტრომ ტბა ფარავანზე დაცული ტერიტორიის შექმნაზე უარი მხოლოდ იმიტომ განაცხადა, რომ ერთმანეთისგან ტბა და მდინარე ვერ გაარჩიეს", _ ამის შესახებ პარლამენტში, "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა განაცხადა.