ირაკლი მაჭარაშვილი – ტრავერტინების განადგურებისათვის აუცილებლად უნდა დაისაჯონ! წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

„აბსურდულად მეჩვენება, რომ ტრავერტინების განადგურების გადაუდებელი საჭიროება იყო. თავისუფლად შეეძლოთ, მეორე მხრიდან მიდგომოდნენ გვირაბს როგორც ხდება ხოლმე მთის გზებზე. შეაგუბებდნენ მოძრაობას და ნელა წავიდოდა სამუშაოები. ამდენი წელია არსებობს ეგ გვირაბი და ტრავერტინებს არავინ შეხებია. თუ ისე ააშენეს გვირაბი და ამდენი წელი ისე შეინარჩუნეს, რომ ტრავერტინები არ დაუზიანებიათ, ე.ი მომდევნო წლებშიც შეიძლებოდა,“ – აცხადებს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი.