ირაკლი მაჭარაშვილი – 17 მაისის ღვარცოფის შემდეგ ჰესის მშენებლობა აღარ უნდა გაგრძელებულიყო. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტროს და ჰესის ადმინისტრაციას 17 მაისს ხეობაში ჩამოწოლილი ღვარცოფის შემდეგ ჰესის მშენებლობა უნდა შეეჩერებინა. მაჭარაშვილის თქმით, პირველი ღვარცოფის შემდეგ, მთის მასის ჩამოწოლა კიდევ იყო მოსალოდნელი და შესაბამის უწყებებს ეს უნდა გაეთვალისწინებინათ.