კაზრეთის მედიაცია კვლავაც დისკუსიის საგნად რჩება. წყარო: გურია ნიუსი

კაზრეთში მიღწეულ შეთანხმებაზე კვლავაც არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხების გაცემას ითხოვს. რამდენად ეფექტურად წარიმართა მედიაციის პროცესი და გათვალისწინებული იქნა თუ არა მაქსიმალურად გაფიცულების ინტერესები, ამ თემაზე სასაუბროდ 27 მარტს კლუბ "ფრონტლაინში" შეიკრიბნენ პროფკავშირების, სახელმწიფოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.