„კანონი ადამიანისთვისაა!“ – მოხევეები ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. წყარო: ლიბერალი

„ხდის ხეობა უნიკალური და გამორჩეულია. სიგრძით სულ 20-22 კმ. ზაფხულის დასაწყისში თუ შეხვალ, შეიძლება ხეობის ბოლოს ჯერ კიდევ ადრეული გაზაფხული იყოს. ფლორისა და ფაუნის უამრავი ენდემური სახეობა, შენარჩუნებული იშვიათ და მრავალფეროვან მცენარეთა სამყარო.. ხდის ხეობა  საბჭოთა პერიოდშივე იყო კულტურის ძეგლად გამოცხადებული. მეორე ტურისტულ მექადაა ქცეული ყაზბეგის რაიონი და მითხარით, რომელი დასავლური ქვეყანა მოექცეოდა ასეთ უნიკალურ ხეობებს ასე უდიერად? ამ ხეობაში ევროპულ სახელმწიფოში ჰესს ააშენებდნენ? ხელყოფდნენ? არა მგონია!