კანონი გარემოს წინააღმდეგ. წყარო: გაზეთი ბათუმელები

არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხე-ტყის მართვის სისტემაში მთელი რიგი  ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებების თანახმად ტყით სარგებლობა უკონტროლო გახდა. გარემოსდამცველები მთავრობას წინა მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებების გაუქმებას  სთხოვენ.  ბოლო ერთი კვირაა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ხე-ტყის უკონტროლო ჭრას აპროტესტებს. ტყე დაუცველი მას შემდეგ დარჩა, რაც კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც ხე-ტყის მოჭრაზე შეზღუდვები მოიხსნა.