კასპში ცემენტის მტვერმა მოსახლეობა დააავადა. წყარო: Prime Time

კასპში მცხოვრები შარიქაძეების ოჯახის 2 წევრი ფილტვებით დაავადებულია. ავადმყოფობის მიზეზს ისინი ცემენტის ქარხანას უკავშირებენ, რომელიც მათ სიახლოვესაა. ქარხნიდან გამონაბოლქვის შედეგად დაბინძურებულ ჰაერს წლების მანძილზე სუნთქავენ და ამბობენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება.