კახა კალაძეს გარემოს დაცვის სამინისტროზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.  წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

გარემოსდამცველები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს კახა კალაძეს გარემოს დაცვის სამინისტროზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის განცხადებით, მინისტრი კალაძე და მისი მოადგილეები ხშირად აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც მათ კომპეტენციაში არ შედის და გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებაში იჭრებიან.