კოალიცია ”თავისუფალი ბიზნესისათვის” საქართველოში ბიზნესგარემოს მონიტორინგს შეუდგა. წყარო: რადიო თავისუფლება 

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია დღეიდან საქართველოში ბიზნესის თავისუფლების ხელშეწყობის პროექტის განხორციელებას შეუდგება. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”მწვანე ალტერნატივა”, ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მონიტორინგის პროცესში იმ ფაქტორებს შეისწავლის, რომლებიც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას აფერხებს.