კონფერენცია ხუდონჰესზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირების მონაწილეობის გარეშე. წყარო: ნეტგაზეთი

ხუდონჰესის მშენებლობის კანონიერების საკითხი,  ადგილობრივ მაცხოვრებელთა უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის საკუთრების  და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების და განვითარების უფლება – ეს იყო საკითხები, რაც 18 სექტემბერს დაბა მესტიაში სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განიხილეს, თუმცა მასში ამ პროექტზე პასუხისმგებელი სამინისტროების ხელმძღვანელბმა მონაწილეობა არ მიიღეს.