კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. წყარო: ლიბერალი

კომპანია RMG Gold-ის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

დღეს, RMG Gold-ის დაცვის სამსახურმა საქართველოს კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, არქეოლოგი და ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე, ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივის" , ,,პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები და ჟურნალისტები კარიერის ტერიტორიაზე მათი მოთხოვნის მიუხედავად, არ შეუშვეს.