„ლარსიჰესი“ თრუსოს ხეობაში არ აშენდება – აცხადებს სამშენებლო კომპანია. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი 

ყაზბეგის რაიონში მშენებარე „ლარსიჰესმა“ შესაძლოა თრუსოს ხეობის შესასვლელი ჩაკეტოს. ასეთ ვარაუდს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ექსპერტი გამოთქვამს. თავად მშენებლობის ორგანიზატორი კი აცხადებს, რომ ჰესი დარიალის ხეობაში შენდება და თრუსოსთან საერთოდ არაფერი აკავშირებს.