ლენტეხში „ხელედულა 3 ჰესის“ გზშ-ს ანგარიშის განხილვა 22 მარტს გაიმართება. წყარო: „მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ აპირებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „მწვანე ალტერნატივას“ მოთხოვნის შესრულებას და უარს ამბობს, გადადოს, 22 მარტს, ლენტეხში, „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში დაგეგმილი ცვლილებების საჯარო განხილვა.