მანანა ქოჩლაძე: ანაკლია ერთი პატარა სოფელია, სადაც პორტისა და აეროპორტის ერთობლივი ფუნქციონირება წარმოუდგენელია! წყარო: რეპორტიორი

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ ფოთში აეროპორტის აშენება იმის გამო გადაიფიქრა, რომ ფოთი ფრინველების გადაფრენის ზონაა და იქ აეროპორტის აშენება გაუმართლებელია, ანაკლიაში პორტის და აეროპორტის აშენებასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის განცხადებას გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.