მანანა ქოჩლაძე ილია ელოშვილის გადაყენებას მოითხოვს. წყარო: გურია ნიუსი

მეორე დღეა, ხაიშის მცხოვრებელთა გარკვეული ჯგუფი აზომვით სამუშაოებს აპროტესტებს, რომელიც დაურეგისტრირებელი მიწების მოსახლეობის საკუთრებაში გადაცემას ემსახურება. დღეს მათ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალი ლოდებით ჩახერგეს.