მანანა ქოჩლაძე – „სახელმწიფო მოიქცა, როგორც ყაჩაღი“ წყარო: ლიბერალი

სვანეთში, სოფელ ხაიშში უკვე მეორე დღეა, სიტუაცია დაიძაბა – ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელში შესასვლელი ლოდებით ჩახერგა და ინვესტორი კომპანიის „ტრანს ელექტრიკის“ მიერ წარგზავნილ მიწისმზომელებს სოფელში არ უშვებს. „ლიბერალი“ ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნეტივის“ დირექტორს, მანანა ქოჩლაძეს ესაუბრა.