მეშახტეების ქალაქი. წყარო: ნეტგაზეთი

ტყიბულის შახტში 2009 წლიდან დღემდე [10.05.2017] 24 ადამიანი დაიღუპა. 19-მა ადამიანმა კი სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო. ყველაზე დიდი დანაკარგის წელი 2010 იყო, როცა ერთი წლის მანძილზე მაღაროში 8 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. 2011 წელსაც 5 ადამიანი დაიღუპა 400 მეტრის სიღრმეში მომხდარი აფეთქების დროს.