მეწყერი დარიალის ხეობაში. წყარო: რადიო თავისუფლება

20 აგვისტოს, ღამით, ორი ადამიანი დაიკარგა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კილომეტრზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო. დარიალჰესის მშენებლობაზე მომუშავე საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები, სავარაუდოდ, ჰესის ტექნიკურ გვირაბში ჩარჩნენ. სტიქიური უბედურების შედეგად, ასევე ჩაიხერგა რუსეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და დაზიანდა ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენი, რომლითაც სომხეთი ბუნებრივი აირით მარაგდებოდა.