მთავრობა ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს,გახდება თუ არა ის ჰესების ალტერნატივა,როგორია ევროპული გამოცდილება. წყარო: კომერსანტი

რა მნიშვნელობა აქვს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოს ეკონომიკისთვის? შესაძლებელია თუ არა ჰესების აშენების გარეშე ეკონომიკის ზრდა და რა პოტენციალი აქვს საქართველოს ენერგოეფეტურობის თვალსაზრისით ? „კომერსანტი“ ამ და სხვა დეტალების გასარკვევად ორი მხარის პოზიციას გაეცნო. ერთი მხრივ, ენერგეტიკის სამინისტრო და მეორე მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“.