მთიულეთში მაღალი ძაბვის მშენებარე ხაზი ხანდოს ხეობასა და ფასანაურზე აღარ გაივლის. წყარო: „მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა

500 კილოვატიანი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ქსანი სტეფანწმინდა“ ხანდოს ხეობასა და დაბა ფასანაურის ტერიტორიაზე აღარ გაივლის. მოსახლეობის ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მარშრუტი შეცვალა. ელექტროგადამცემ ხაზს მდინარე არაგვის მარცხენა სანაპიროს ფერდობებზე გადაიტანენ.