მინდოდა ჩემს შვილებს თავისი შვილებისთვის მოეყოლათ, დარიალსა და თერგზე. დავიგვიანე…წყარო: IReporter

არიალჰესის გამო მიღებული კანონი და დარიალის ხეობა.
“აქცია არ გაგვიმართავს, უბრალოდ, მინდოდა ჩემს შვილებს თერგი ენახათ. ლაღი – ხევში თავისუფლად მორბენალი. მასთან ერთად, ზვიადი კლდეების სიდიადე შეეგრძნოთ. მინდოდა იმ სილამაზით, ისე აღტაცებულიყვნენ, როგორც მე დამემართა, რამდენიმე წლის წინ. მინდოდა ჩემს შვილებს თავისი შვილებისთვის მოეყოლათ, დარიალსა და თერგზე. დავიგვიანე… “- ყვება ერთ-ერთი ქართველი, რომელმაც დარიალის ხეობაში უკვე მშენებარე ჰესების გამო, როგორც თავად ამბობს, ულამაზესი დარიალის ხეობის ნაცვლად, მისმა შვილებმა უშველებელი ბულდოზერების მიერ ამტვერებულ გარემოში მხოლოდ ის ნახეს, როგორ ამზადებდნენ თერგისთვის გვირაბს.