მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ თუ ყაზბეგში ჰესები არ აშენდება, „90–იანი წლების სიბნელე დაბრუნდება“.წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 3 მშენებარე ჰესის გარდა, კიდევ 7 ახალი ჰესის აშენება იგეგმება. „მწვანე ალტერნატივას“ პოლიტიკის ანალიტიკოსის ქეთი გუჯარაიძის შეფასებით, გარდა იმისა, რომ ჰესების მშენებლობა გარემოზე უარყოფითად იმოქმედებს, ერთ რაიონში ამდენი ჰესის მშენებლობის დაგეგმვა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.